რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: უცხო ძალების უკრაინაში გარანტიებისთვის განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის სახით უცხო ქვეყნების სამხედროების განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. 

"როგორც დასავლეთის დისკუსია უკრაინულ მხარესთან აჩვენებს, ყველა ეს გეგმა დაკავშრებულია იმასთან, რომ გარანტიების სახით უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ძალები განალაგონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ასეთ გეგმებს იგონებენ, უბრალოდ ყურადღების მიყპრობას ცდილობენ, ან, იმედია, ესმით, რომ რუსეთისთვის და ყველა საღი აზრის მქონე პოლიტიკური ძალისთვის ევროპაში ეს სრულიად მიუღებელია" – ამბობს ლავროვი. 

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შორის. ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იყო.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის საჰაერო გზით დაეხმაროს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

"უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით, საჰაერო გზით, რადგან არავის აქვს ისეთი აღჭურვილობა, როგორიც ჩვენ გვაქვს" – ამბობს ტრამპი.

ხოლო გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე დაახლოებით ათმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "დამზღვევი ძალები" გაგზავნონ. 

კომენტარები