შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა ჩ.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს". - წერს შსს.
კრიმინალი
შსს-მ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა





