თბილისში აქციების დროს დაკავებულმა რუსეთის მოქალაქემ ანასტასია ზინოვკინამ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების მომენტი გაიხსენა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გაუპატიურების მუქარაში დაადანაშაულა პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი, რომელიც მისივე თქმით, ზინოვკინას პარტნიორის, არტემ გრიბულის ჩხრეკაში მონაწილეობდა.
"ირაკლიმ [მუხათგვერდელი] მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებს, გაგაუპატიურებ, სისტემატურად აქცენტს აკეთებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა...
დაქვემდებარებულ თამაშებს ატარებდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თუ არ მომცემ ტელეფონის პაროლს, გასაღებს, მე ამას გავაკეთებ - ასეთი პასუხი ჰქონდა. ის არაადეკვატურად გამოიყურებდა, თვალის გუგები ჰქონდა გადიდებული, ის ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევდა, არამარტო იმიტომ, რომ მემუქრებოდა, არამედ საზიზღრად გამოიყურებოდა. ის ისე იჯდა, ჩემთან ძალიან ახლოს, მეკვროდა, ის ცოტა ხანს გადიოდა მანქანიდან და მობრუნდა უფრო არაადეკვატური და ის, როცა მანქანაში დაბრუნდა, მანამდე სანამ მოვიდოდა გამომძიებელი, თარჯიმანი და მეორე პირი, დასახელებული პირები ჩასხდნენ მანქანაში, ისინი გადმოვიდნენ, მაგრამ ირაკლი დარჩა.
წინა მარცხენა მხარეს მამაკაცი გადადის მანქანიდან და ჯდება შორენა ტაბატაძე, თარჯიმანი... "შორენა ტაბატაძე მიყვიროდა, რომ როგორიც შენ ხარ ისეთები მოსაკლავები არიანო. მე ვუთხარი, რომ ჩემნაირი კარგები და ლამაზებითქო? რაზეც, მან მიპასუხა კითხვით, რომ დამცინიო?..
მარჯვენა მხარეს ჩემთან დაჯდა თამარ ძნელაძე...დაიწყო მორიგი ციხე და დაიწყეს უკან ჩემი ჩაცმა". - თქვა ზინოვკინამ რადიო თავისუფლების ლაივბლოგის ცნობით.
ცნობისთვის, 29 ივლისს ჯგუფ დაიტოვეში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, დაწესდა ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით მათთვის, ვინც 2024 წლის 17 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დაკავებისას გადაღებულ ვიდეო-აუდიო მასალას (მათი არსებობის შემთხვევაში) ან სხვა მტკიცებულებას, თუნდაც ანონიმურად გადასცემს განცხადების ავტორებს და თუ მიწოდებული მასალა სასამართლოში იქნება გამოყენებული.





