აფეთქება ოდესაში

ოდესის სანაპიროზე ორი ნაღმი აფეთქდა, დაიღუპა 3 ადამიანი

10 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, ოდესის სანაპიროზე ორი ნაღმის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები სანაპიროდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობენ.

თავდაპირველად ინფორმაცია აფეთქებების შესახებ მედიაშ გავრცელდა, მოგვიანებით ამბავი ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეგ კიპერმა დაადასტურა.

"დაღუპულები დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ბანაობისას აფეთქდნენ". – თქვა კიპერმა.

კომენტარები