ვულკანის ამოფრქვევა რუსეთში

რუსეთის კამჩატკის მხარეში ბოლო 500 წლის განმავლობაში მძინარე ვულკანი ამოიფრქვა

Telegram

რუსი მეცნიერების ინფორმაციით, კამჩატკის ნახევარკუნძულზე კრაშენინიკოვის ვულკანი 500 წლის შემდეგ პირველად ამოიფრქვა, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, კავშირში იყოს გასულ კვირას ასევე კამჩატკასთან მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან. 

ამის შესახებ ცნობა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის (IVS )კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევების რეაგირების ჯგუფის (KVERT) მეცნიერებმა გაავრცელეს. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვულკანური ამოფრქვევა კამჩატკის დროით 3 აგვისტოს, 04:50 საათზე დაიწყო, ხოლო გამოყოფილი ფერფლის სიმაღლემ ზღვის დონიდან 3-4 კილომეტრამდე მიაღწია. 

"ეს ვულკანი ისტორიაში პირველად ამოიფრქვა," ეწერა განცხადებაში, თუმცა KVERT-ის ტელეგრამ არხმა მოგვიანებით განმარტა, რომ ვულკანის წინა ამოფრქვევა 1463 წელს მოხდა. 

ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ვულკანის ამსახველი კადრებიც: 

ცნობისთვის, 30 ივლისს, რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მიწისძვრა 8.8 მაგნიტუდის იყო, ხოლო იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით - 8.7 მაგნიტუდის. მიწისძვრის გამო რუსეთში, აშშ-ში და იაპონიაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. 

კომენტარები