რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფზე იერიში მიიტანა.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი.
"29 ივლისს, მტერმა სახმელეთო ჯარების სასწავლო ქვედანაყოფზე იერიში მიიტანა.
მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, დაჭრილებს უწევენ სამედიცინო დახმარებას". – წერია სახმელეთო ჯარების განცხადებაში.
სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის დაღუპვის გარემოებების გამოსაძიებლად შექმნილია სპეციალური კომისია.
"იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირადი შემადგენლობის დაღუპვა და დაშავება გამოწვეულია ხელმძღვანელობის ქმედებებითა ან უმოქმედობით, პასუხისმგებელ პირები გასამართლდებიან". – წერია საგამოძიებო კომისიის განცხადებაში.





