აშშ-ჩინეთი

პეკინი რუსული ნავთობის შესყიდვის გამო 100%-იანი ტარიფისთვის მზად უნდა იყოს – ბესენტი

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, პეკინს, შესაძლოა, დაუწესდეს მკაცრი სავაჭრო სანქციები რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების გამო.

"ჩინელები საკუთარ სუვერენიტეტს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. ჩვენ კი არ გვინდა მათი სუვერენიტეტის ხელყოფა, ასე რომ ისინი ირჩევენ 100%-იანი ტარიფის გადახდას. ვფიქრობ, ყველა, ვინც სანქცირებულ რუსულ ნავთობს ყიდულობს, ამისთვის მზად უნდა იყოს". - თქვა ბესენტმა.

გასულ კვირაში გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დრონების მწარმოებელ კომპანიას ჩინეთში დამზადებული ძრავის ნაწილები ფიქციური კომპანიების გავლით ფარულად მიეწოდება. 

სამ ევროპელ მაღალჩინოსანსა და ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ დასავლეთის სანქციების თავიდან არიდების მიზნით რუსეთში გაგზავნილ ნაწილებს "სამრეწველო გაგრილების დანადგარებად" მოიხსენიებენ. 

კომენტარები