სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

“შპს ხარაზი (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.

ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა” - წერს სააგენტო.

კომენტარები