ბოლო კვირების განმავლობაში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
დაპირისპირებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 11 სამოქალაქო პირი იყო. საბრძოლო შეტაკებების ფარგლებში ტაილანდმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამიზნეებიც დაბომბა
ტაილანდი კამბოჯას ერთ-ერთ ტაილანდურ სოფელზე სარაკეტო იერიშების მიტანაში ადანაშაულებს. ამავდროულად, ტაილანდმა იერიში მიიტანა კამბოჯას სამხედრო ობიექტებზე.
პარალელურად, ორ ქვეყანას შორის საზღვარი სრულად ჩაიკეტა.





