დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ UNESCO-ს კიდევ ერთხელ დატოვებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago/BLOOMBERG

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO-ს) დატოვებს.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ გამოიყვანოს UNESCO-დან - რომელიც მხარს უჭერს ვოუქ, დაპირისპირების გამომწვევ კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომელიც სრულად ამოვარდნილია საღი აზრის პოლიტიკიდან, რასაც ამერიკელებმა მხარი ნოემბერში დაუჭირეს," განაცხადა თეთრი სახლის სპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ. 

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ UNESCO-ში აშშ-ს მონაწილეობის გაგრძელება არ წარმოადგენს "ეროვნულ ინტერესებს". გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს აშშ ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს. 

აშშ UNESCO-ს დამფუძნებელი წევრი იყო 1945 წელს, თუმცა ფინანსური გაუმართაობისა და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიკერძოებების საბაბით აშშ-მ სააგენტო 1984 წელს დატოვა. აშშ UNESCO-ს ხელახლა ჯორჯ უოკერ ბუშის პრეზიდენტობის დროს შეუერთდა.

აშშ-მ UNESCO მეორედ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას დატოვა, მაგრამ ბაიდენის პრეზიდენტობისას სააგენტოში კვლავ გაწევრიანდა. ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ კი მან UNESCO-ში აშშ-ს მონაწილეობის გადახედვის ბრძანება გასცა, მათ შორის, "ორგანიზაციის შიგნით ანტისემიტური ან ანტიისრაელური განწყობების ანალიზიც". 

კომენტარები