ერთიანი ნაციონალური

ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის განცხადებით მიმართა

პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა გაავრცელა.

ცისკარიშვილის თქმით, არ აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, სურთ 5 ნომრის შენარჩუნება, რომელიც 22 წელია მათი პარტიული იდენტობის ნაწილია.

"ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვამბობთ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლას არ ვაპირებთ, საქართველოში არანაირი არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუწყობთ, ივანიშვილის წისქვილზე წყალს ვერ დავასხამთ, მაგრამ ჩვენი სურვილია შევინარჩუნოთ ჩვენი ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია გვაქვს და არის ჩვენი პარტიული იდენტობის ნაწილია. დიახ, მივმართეთ [ცესკო-ს], რომ ეს ნომერი არ წაიღოს „ოცნებამ“, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს 5 ნომერი".- თქვა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, "საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას" და კოალიცია აღნიშნულ განაცხადს გააკეთებს, რადგან "ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან".

კომენტარები