მინდა ყველას, საქართველოს შიგნითაც და გარეთაც ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რა ღირებულებითი კოლაფსი არის ზოგიერთების თავში, ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან.
არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს, რომ აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა, ესაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ესაა კონსტიტუციის, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ესაა თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ამიტომ ყველა ის ვინც ცდილობს, რომ საბოტაჟი წაახალისოს, ან საბოტაჟი მოაწყოს არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესაა ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით. [...]
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობას და ამ მოწოდებებს, კიდევ ერთხელ, ესაა საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ ბრიუსელიდან.





