ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025

კობახიძე: ორ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა სურს, ორს არა - ეს გახლეჩაც ძალიან კარგია

"მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს იყენებს ოპოზიციას. ასეთი რამე მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს". - ასე გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნება, შიმშილობას შეწყვეტს.

კობახიძე ამბობს რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ერთიანი არ არის და "ეს გახლეჩაც კარგია"

ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები, არის შიდა დაპირისპირება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი პარტია, რომელსაც არ სურს მონაწილეობა, ეს გახლეჩაც ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველა ერთია, მაგრამ არის იქ პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძემ ასევე ისაუბრა გუშინ 29 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე და ამტკიცებს, რომ "4 პარტია, 40 ენჯეო, ევროკავშირის ბიუროკრატია, მთელი დიფ სთეითი იყო ჩართული და პიკზე 2 000 კაცი გამოიყვანეს".

კომენტარები