წულუკიანის კომისია

ვოლსკი თარგამაძეზე: ტუტუცური განცხადებებით, რუსეთს ყველა საშუალება მისცა

გივი თარგამაძე ყოველთვის სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. როცა ეუბნებიან, რომ უნდა მოვიდეს, გამოიკითხოს და კითხვებს პასუხები გასცეს, თავს არიდებს. რითი ამაყობს, ვერ გავიგე. მერე რა, ჰააგაში ჩვენება მისცა, აბა რა უნდა ექნა? ისე ამბობს, გეგონება, დაძლია და დაუპირისპირდა რუსეთს, გადაუარა და გადაჯეგა. 

რუსეთს ყველა საშუალება მისცა, მათ შორის, გივი თარგამაძემ იმ ტუტუცური განცხადებებით, რაც გააკეთა და იმდენი იჩალიჩა, რომ მისი განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში მოხვდა. 

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, გია ვოლსკი გივი თარგამაძის დაკავებას.

კომენტარები