ივანიშვილის რეჟიმი

საქართველომ თურქეთს სთხოვა, დაეხმაროს სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებაში

ივანიშვილის წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს შუამდგომლობის თხოვნით მიმართა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ქართული ოცნების პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე დღეს, 18 ივნისს თურქეთში ვიზიტით იმყოფებიან.

როგორც პრესცენტრი წერს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუატ ოქტაის შეხვდა.

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  თურქ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა - ნიკოლოზ სამხარაძემ ფუატ ოქტაის დახმარება სთხოვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები