უკანონო მიგრაცია

ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, მაროკოს და სხვა ქვეყნების ჯამში 34 მოქალაქე გააძევეს – შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს. 

"საქართველოდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა და მაროკოს - ჯამში 34 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ" - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები