განზრახ მკველლობა

ცივი იარაღით დაჭრა, დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა – განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

კახეთში, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1 პირი ცივი იარაღით დაჭრეს, დაჭრილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები