განზრახ მკველლობა

"რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

"რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1980 წელს დაბადებული რ.პ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მკვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში 11 მაისს მოხდა.

კომენტარები