მალის საზღვართან ახლოს მდებარე ნიგერის სამხედრო ბაზას 200-ზე მეტი შეიარაღებული ჯიჰადისტის თავს დაესხა.
ტერორისტები რვა მანქანით და 200-ზე მეტი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ - შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 34 ნიგერიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ Telegram არხზე გამოაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თვითონ იღებს.





