აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვეს. სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედა.
აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს შსს-მ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აბრამოვს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.





