ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, 14 ივნისს თეირანში ირანის თავდაცვით ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.
"ამ იერიშებს აქვთ ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობა. ჩვენ დავაზიანეთ და კვლავ დავაზიანებთ სტრატეგიულ ობიექტებს და მტრის ცოდნის წყაროებს". - განაცხადა ისრაელის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ტომერ ბარმა.
მისი თქმით, იერიშების ფარგლებში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
"პირველად ომის დაწყებიდან, ისრაელის ტერიტორიიდან 1 500 კილომეტრის დაშორებით, საჰაერო ძალებმა თეირანის რაიონში თავდაცვითი სისტემები დაარტყეს". - აღნიშნა ბარმა.
მანამდე, 13 ივნისს ირანმა ირანის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, დაიღუპა 3 , ხოლო დაშავდა 21 ადამიანი.





