წულუკიანის კომისია

გვარამია: ალბათ შემასახლებენ რუსთავის ციხეში, გავიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა

რა უნდა ვთქვა საქმეზე, რომელიც არის შეკერილი და აღიძრა ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვინც იმ კომისიაზე არ მივიდა, რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა ოცნების კონსტიტუციას.

ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისის და კონსტიტუციის წინაშე. სადაც საჭიროა იქ მივალ და აღსრულება მოხდება, ალბათ შემასახლებენ რუსთავის ციხეში, ან რომელიმე სხვაში. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩემი გზავნილი იქნება, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ზურამ [ჯაფარიძემ] თქვა, იმას გავიმეორებ. ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა.

ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო. ეს არის ჩვენი მისია. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები