ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

აბასის მიხედვით, ჰამასი უნდა განიარაღდეს და ღაზაში საერთაშორისო ძალები შევიდნენ

პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და საუდის არაბეთის პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ საჭიროა ჰამასი განიარაღდეს და ღაზაში საერთაშორისო ძალები შევიდნენ პალესტინელი ხალხის დასაცავად. 

აბასმა გაგზავნილ წერილში იმ მთავარ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით აუცილებელია ომის დასამთავრებლად. ის ასევე ჰამასს ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

"ჰამასი ღაზას აღარ უნდა მართავდეს და პალესტინის უსაფრთხოების ძალებს უნდა ჩააბაროს იარაღი და სამხედრო შესაძლებლობები" – წერს აბასი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მანდატით, ღაზაში არაბთა და საერთაშორისო ძალები მიიწვიოს ვითარების სტაბილიზაციისთვის. 

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი წერილში ხაზს უსვამს, რომ საჭიროა პალესტინის რეფორმა და ადასტურებს, რომ მომდევნო ერთ წელში, საერთაშორისო დამკვირვებლებით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სურვილი აქვს.

"პალესტინის სახელმწიფო საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი უნდა იყოს, თუმცა არ უნდა იყოს მილიტარიზებული სახელმწიფო" – წერს აბასი.

"The Palestinian State should be the sole provider of security on its territory, but has no intention to be a militarised State."

კომენტარები