სამადაშვილი: არჩევნებში შესვლა რეჟიმთან დაპირისპირების შექმნაა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

ვერ ვხედავ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც დისკომფორტს შეუქმნის ვინმეს განაცხადი, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, მათ ეს უნდათ - რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრი გაანადგურონ [...] ამ მოცემულობაში, ამ არჩევნებს, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა ჯერ აკრძალული არაა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი განიხილავს, როგორც შესაძლო ბრძოლის ველს [...]

არჩევნებში მონაწილეობა ქართულ ოცნებას არანაირ ლეგიტიმაციას არ ანიჭებს [...] უფრო გაყალბებული და დამაზიანებელი არჩევნები თუ იქნება, ეს ვინმეს ლეგიტიმაციას როგორ ანიჭებს? [...] მე ვამბობ, რომ არჩევნებში შესვლა რეჟიმთან დაპირისპირების შექმნაა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ [...] ნებისმიერ ბრძოლაში შესვლა პროტესტს გაზრდის [...] ბრძოლას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ ყველანაირი ხედვისთვის, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში უფრო ეფექტიანი გზა. 

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები