თვითმმართველობის არჩევნები 2025

გეგელია: ოცნება მზად არ არის სცენარისთვის, როდესაც ყველა გავდივართ არჩევნებზე და ვუტევთ

საზოგადოებამ იცის, ეს დასკვნა დღეს გამოვიდა, ჩვენ რამდენიმე დღეა გავხსენით მსჯელობა ამასთან [თვითმმართველობის არჩევნებთან] დაკავშირებით და ერთიანობისკენ ნაბიჯი გადავდგით. შევთავაზეთ კოლეგებს, რომ მოდით ვიმსჯელოთ, ხომ არ არის კარგი იდეა საერთო მიზნების მიღწევისთვის, რომ ერთიანი ძალით, რესურსებითა და ფრონტით ვცადოთ და ეს ერთით მეტი ახალი ფორმატი შევქმნათ. ერთით მეტი იმიტომ, რომ ეს არ ანაცვლებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც გვაქვს, არც იმ პროტესტს, რომელშიც ჩვენ ისევე აქტიურად ვიყავით, ვართ და ვიქნებით ჩართული, როგორც ყველა. ეს არ ანაცვლებს ამას. ეს - თუკი ამაზე შევთანხმდებით, ჩვენც არ ვამბობთ, რომ ამას ვაპირებთ, ვმსჯელობთ...

ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის პირველადი ფუნქცია არის მსჯელობა, გამარჯვების ფორმულის შექმნა. ადამიანებს აქვთ კითხვები, როგორ ვაპირებთ ივანიშვილის გაგდებას, როგორც ვაპირებთ სახელმწიფოს დაბრუნებას, ფასებს რა ეშველება. თვითმმართველობის არჩევნები არის ფართო ბრძოლაში [შესაძლებლობა] პოტენციურად ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველის დამატების. ამ არჩევნებით ვერ შევცვლით პრემიერს და მინისტრებს, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებით თუკი სწორად არის ყველაფერი გაკეთებული, თუკი ერთიანი ფრონტია, თუკი ერთიანი ძალისხმევაა. ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს მე და გია ჯაფარიძე გავალთ თუ არა არჩევნებზე. ის არის მზად სცენარისთვის, რომ ჩვენ საერთოდ არავინ გავდივართ, მზად არის სცენარისთვის, როდესაც ნაწილი გადის და ნაწილი არა, მაგრამ მზად არ არის ერთი სცენარისთვის, როდესაც ყველანი გავდივართ და ვუტევთ. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, ხომ არ დავფიქრდეთ ამაზე ამდენი სერიოზული ადამიანი, ფიქრად არ ღირს? ჩქარობენ ხანდახან პასუხებს კოლეგები და მე კიდევ ერთხელ, მთელი პატივისცემით, მინდა ხელი გავუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ისტერიკაც ვნახეთ, ისეთი რაღაცებიც ქნეს ადამიანებმა, რაც არ უნდა ქნან.

[წინააღმდეგობის პლატფორმაში] მიღებული გადაწყვეტილება არ არის ის, რაც ჩვენ რაიმე ფორმით უარვყავით. იქ ითქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის პრიორიტეტი - ვადასტურებ, არის და ჩვენც ზუსტად ისევე, თუ არა მეტი, ვიბრძოდით. ან ერთად ჩატარდეს [არჩევნები], ამისთვისაც ვიბრძვით, მაგრამ პოლიტიკა არ არის თუების და პირობითობების დარგი, ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და ყველაფერი გავაკეთოთ სწორად და ერთად, იდეალურ შემთხვევაში, იმისთვის რომ მივაღწიოთ საერთო მიზანს, რაზეც ჩვენ დავა არ გვაქვს.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები