კრიმინალი

სენაკში 40-წლამდე კაცი დაჭრეს

Tabula

სენაკში 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 3 ივნისს მოხდა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, ბრალდებული კი დაკავებულია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები