28 მაისს კანარის კუნძულებთან ახლოს ნავის ჩაძირვის შედეგად შვიდი მიგრანტი დაიღუპა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მიგრანტების ნავი სანაპიროდან რამდენიმე მეტრში გადაბრუნდა.
გადაუდებელი დახმარების სამსახურის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი ხუთი წლის ბავშვი და 16 წლის მოზარდია. მათი ინფორმაციით, ნავი მაშინ გადაბრუნდა, როცა მაშველები მას ლა რესტრინგის პორტისკენ მიაცილებდნენ.
"მესმოდა კივილი და არც დავფიქრებულვარ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ვინც უბედურ შემთხვევას შეესწრება. მანქანაში ჩავჯექი, ნავისკენ გავიქეცი და ვეცადე, როგორც შემეძლო, დავხმარებოდი". - განაცხადა ადგილობრივმა ხავიერ იგლესიასმა.
დაღუპულები ლა რესტრინგის პორტში დაკრძალეს.
მიგრანტთა უფლებების დამცავი ორგანიზაცია Walking Borders-ის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ატლანტიკის ოკეანეში აფრიკიდან კანარის კუნძულისკენ მიმავალ გზაზე 4 808 ადამიანი დაიღუპა.





