რუსული რეჟიმი

თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ანი ქავთარაძე 5 000-ლარიანი ჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პარტია ახალის წევრი, ანი ქავთარაძე კი 5 000 ლარით დააჯარიმა.

შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. საუბარია ფრაზებზე "მონა" და "ქავთარაძეების გვარის სირცხვილი".

ცნობისთვის, მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, საბა სხვიტარიძეა დაკავებული.

ცნობისთვის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფისთვის, 1 მაისს, სასამართლომ 4 000-4 000 ლარით დააჯარიმა კოალიცია ცვლილებისთვის პრესსამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარები