ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერმინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრას X-ზე გამოეხმაურა კობახიძეც.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას." - წერს ივანიშვილის პრემიერი.
მიმდინარე თვეს კობახიძე ორბანს უკვე მეორედ შეხვდა. პირველად ისინი 16 მაისს, ალბანეთში სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.



!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)

