ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

რუტეს ვარაუდით, ჰააგაში NATO-ს ქვეყნები თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვაზე შეთანხმდებიან

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
Agencja Wyborcza.pl / REUTERS

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 26 მაისს განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ალიანსის წევრი სახელმწიფოები მომდევნო თვეს ჰააგის სამიტზე თავდაცვისთვის ზოგად, მშპ-ს 5%-იან ბიუჯეტზე შეთანხმდებიან.

"ჩემი ვარაუდით, ჰააგაში მაღალ თავდაცვით ხარჯს დავისახავთ მიზნად, ჯამში [მშპ-ს] 5%-იანს," თქვა რუტემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე.

"ვთქვათ, ეს არის 5%, მაგრამ არ განვმარტავ ცალკეულ დანაწილებას, მაგრამ ეს 3%-ზე შესამჩნევად მეტი იქნება, როცა ეს უშუალო ხარჯს შეეხება და ეს ასევე იქნება თავდაცვასთან დაკავშირებული მიზნობრივი ხარჯვა," დაამატა მან.

მანამდე გამოცემა Reuters წერდა, რომ რუტეს ინიციატივით, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯი თავიანთი მშპ-ს 3.5%-მდე უნდა დახარჯონ და დამატებით 1.5% ზოგადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისთვის უნდა გამოყონ, რათა ალიანსი თანხვედრაში მოვიდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციასთან, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, NATO აპირებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის ახალ მიზნობრივ მაჩვენებელზე შეთანხმებას ჰააგის სამიტზე მიაღწიონ, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება.

სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა.

ბრეკელმანსის თქმით, ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ასევე დაესწრება სამიტს.

კომენტარები