აქციაზე დაკავებულები

ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს ედავებიან. 

აქტივისტ არჩილ ბერიძის ცნობით, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებზე.

ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ დააკავეს. 

კომენტარები