ღამით თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარედ სროლა იყო.
TV ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში ავტომანქანაში მჯდომი პირი ჩანს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი მანქანის ფანჯრიდან აქვს გადმოყოფილი.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.