რუსული რეჟიმი

კობახიძე: ყოველდღიურად 150 ადამიანი გამოდის რუსთაველზე, ესაა ოპოზიციის უსუსური სახე

საუბრობენ პროვოკაციებზე, საუბრობენ მსხვერპლზეც კი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია, ხო? ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით, 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი აჩვენებენ ყოველდღიურად საზოგადოებას, თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი, სრულიად უსუსური სახე.

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, არანაირი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო, ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო, სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ ამ დღეს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

კომენტარები