რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, განადგურებულია 35 დრონი

უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემა
Pravda.ua

20 მაისს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 108 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით განადგურებულია 35 დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 58 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული იერიშის შედეგად, დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვკის, სუმისა და ჟიტომირის ოლქები.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ასევე ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები