საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა

კობახიძე: გვაქვს ინტერესი, ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები აშშ-სთან

მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვისებრივად შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩამოყალიბებული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში.

ჩვენი მოლოდინი და დადებითი მოლოდინი ეფუძნებოდა და ჯერ კიდევ ეფუძნება იმ თანხვედრას, რომელიც ღირებულებითი თვალდსაზრისით არსებობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

ცნობისთვის ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ "დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის".

კომენტარები