15 მაისის ღამეს, თურქეთში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 110 დრონით მასშტაბური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 62 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 29 დრონი.
რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა სუმის, დნეპროპეტროვკის, პოლტავის, კიევისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში ასევე მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





