18 თვის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, 18 თვის შემდეგ, ყველა შეფასება, რაც ბოლო თვეებში ვნახეთ ცუდი იყო, ეს მიმართულება კარგი არ არის. დეკემბერში ვიზიტისას შევეცადე კონკრეტულად საქართველოსთან მემუშავა, ჩვენ გვყავს გუნდი თბილისში. გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სხვადასხვა კანონებზე და შესწორებებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა წარუმატებელი იყო. ახლა ჩვენ გვინდა დიალოგი განვაახლოთ, რომ შევძლოთ ყველა პრობლემაზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, არასწორი მიმართულებით მიდიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტია იმის დასანახად, თუ რა მიმართულებით შეიძლება პროცესი განვითარდეს. ჩვენ გვინდა დაცული იყოს ღირებულებები, კანონის უზენაესობა და სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა შემაშფოთებელი სიტუაციაა და ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სწორი მიმართულებით წავიდნენ.
ივანიშვილის რეჟიმი
ბერსე: მომდევნო 12 თვე გადამწყვეტია დასანახად, რა მიმართულებით შეიძლება საქართველო წავიდეს
tbl.ge/76wj
დაკოპირდა

ამბობს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსე Euroscope-ის გავრცელებულ ვიდეოში.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთზე: თავიდან ბოლომდე არიან "დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ
- UK-ს პარლამენტის კომიტეტი ანგარიშში მთავრობას "ოცნების" წევრების სანქცირებისკენ მოუწოდებს
- ლაშხი: ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები
- ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი
- ცაკნა: ძალიან სამწუხაროა, რაც საქართველოში ხდება, რეჟიმი მეტი ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს




