მარნეული

მარნეულში, თხრილში ორი ადამიანი ჩავარდა – ერთი დაიღუპა

თხრილი მარნეულში
ჯეიჰუნ მუჰამედალი

მარნეულში გზისპირა თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კლინიკაშია გადაყვანილი - ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები