სახელმწიფო რწმუნებულები

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა რეგიონებში 5 ახალი სახელმწიფო რწმუნებული დანიშნა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

კობახიძის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავა.

კომენტარები