შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა 2025 წლის აპრილში საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევა.
მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით გააძევეს. გაძევებულ პირებს, საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
საქართველოდან გააძევეს - ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის მოქალაქეები.





