დაჭრა კახეთში

ველისციხეში კაცი დაჭრეს

Tabula

კახეთში, გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 30-წლამდე კაცი დაჭრეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა, მათი ცნობით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები