კორუფცია

TI: ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ადიგენის მერია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

"2017-2025 წლებში, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 2,189,863 ლარი მიიღეს. აქედან 1,713,942 ლარი (78.2%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით გადაერიცხათ.

ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი შემოსავლები  2021-2025 წლებში 9-დან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირე თანხებს ადიგენის მუნიციპალიტეტი მისი გარემოცვის 15 პირს, ძირითადად პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით უნაწილებს" -  წერია TI-ს განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოს ისე იღებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.

იხილეთ კვლევა სრულად

კომენტარები