რუსული რეჟიმი

Amnesty: ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ქართული მედია ხელისუფლების მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება.

"პოლიცია ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში მიზანმიმართულად უშლის ხელს, მათ შორის, უკანონო ძალის გამოყენებით". - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

Amnesty International გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებაც წერს.

"ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტს შეუერთდა, ამჟამად დაკავებულთაგან ერთ-ერთია და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს". - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელ რეგიონში საიმედო ინფორმაციაზე წვდომა სულ უფრო იკლებს, მაშინ როცა "დეზინფორმაცია საზოგადოებრივ სივრცეში სულ უფრო დომინანტური ხდება".

კომენტარები