განზრახ მკვლელობა

ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

რუსთავი 2 ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. მათივე ცნობით, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები