რუსეთი

პუტინის განკარგულებით ვოლგოგრადის აეროპორტს "სტალინგრადი" დაერქვა

Ivan Sklyarov

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტს სახელწოდება "სტალინგრადი" მიენიჭა.

"1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს ისტორიული სახელწოდება "სტალინგრადი". - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

ქალაქ ვოლგოგრადს, სადაც აეროპორტი მდებარეობს, 1925 წელს იოსებ სტალინის პატივსაცემად სახელი "სტალინგრადი" ეწოდა, თუმცა მოგვიანებით, 1961 წელს დესტალინიზაციის ფარგლებში, ქალაქს კვლავ ვოლგოგრადი დაერქვა.

კომენტარები