პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

პუტინი პაპის გარდაცვალებაზე: სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა.

"თქვენო უწმინდესობავ,

გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას.

პაპი ფრანცისკე სარგებლობდა უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტით, როგორც ქრისტიანული სწავლების ერთგული მსახური, ბრძენი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის მაღალი ღირებულებების თანმიმდევრული დამცველი.

თავისი მრავალწლიანი პონტიფიკატის პერიოდში ხელს უწყობდა დიალოგის განვითარებას რუსულ მართლმადიდებელ და რომაულ კათოლიკე ეკლესიებს შორის, ასევე კონსტრუქციულად ურთიერთქმედებდა რუსეთსა და წმინდა საყდარს შორის.

მე არაერთხელ მომიწია ამ გამოჩენილ ადამიანთან ურთიერთობა და სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე.

ამ გლოვის ჟამს მინდა გითხრათ თანადგომისა და მხარდაჭერის სიტყვები თქვენ და კათოლიკე სამღვდელოებას". – წერია პუტინის წერილში.

კომენტარები