ივანიშვილის პარლამენტმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე ორი - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას მხარი ივანიშვილის 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
"ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კანონის პროექტით აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება." - აღნიშნულია ინფორმაციაში
ცვლილებები საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შევიდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, რეგიონული განვითარებისას კი კახაბერ გულედანი.
2 აპრილს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს დანიშნავდა.
4 აპრილს კობახიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ლილუაშვილი მინიტრად აღარ დაინიშნება. რეგიონული განვითარების მინისტრის პროსტს კახაბერ გულედანი დაიკავებს, რომელიც აქამდე თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო.
კობახიძის განმარტებით, ლილუაშვილთან "მოადგილეების თემაზე" ვერ შეთანხმდა.





