ვიზალიბერალიზაცია

EU გეგმავს, 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმი გაამარტივოს - იოზვიაკი

ევროკავშირი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვიზის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს, რაც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით ამჟამად სარგებლობენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს

კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, გასულ კვირაში, ევროკავშირის პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

როგორც იოზვიაკი წერს, მათი მიზანია, რომ შეთანხმებას მიაღწიონ მანამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია [ივნისის ბოლომდე]. შეთანხმების შემთხვევაში გამკაცრებული  კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.

ამასთან, იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ევროკავშირს შეჩერებისთვის ახალი საფუძველი ექნებ – ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობა.

კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შეჩერების მექანიზმია შესაძლებელია ამოქმედდეს "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის" ან "საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის. ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში"

კომენტარები