გაერთიანებული სამეფო-ირანი

გაერთიანებულმა სამეფომ ევროპაში მოქმედ ირანულ კრიმინალურ ქსელს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ 14 აპრილს შვედეთში დაფუძნებულ ირანულ კრიმინალურ ქსელსა და მის ლიდერს ორშაბათს სანქციები დაუწესა. დასანქცირების მთავარ მიზეზად ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით ისრაელსა და ებრაელებზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობა სახელდება

ბრიტანეთმა Foxtrot Network-ს და მის ლიდერს, რავა მაჯიდს, აქტივები გაუყინა და ასევე დაუწესა მას სავიზო სანქციები.

"გაერთიანებულმა სამეფომ ამ კრიმინალურ ქსელს და მის ლიდერს, რავა მაჯიდს, სანქციები ევროპის მასშტაბით ებრაელებისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის რეჟიმის სახელით ძალადობრივი ქმედებების გამო დაუწერა. გაერთიანებული სამეფოსთვის მსგავსი მუქარები მიუღებელია," - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემის მიერ ელფოსტით გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა Foxtrot Network-ს და რავა მაჯიდს სანქციები გასულ თვეში დაუწესა.

კომენტარები