რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი მოლაპარაკებებზე: კარგად გვესმის, როგორია შეთანხმება, რომელიც მახემდე მიგვიყვანს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად შესაძლო სამშვიდობო გარიგების ძირითად ნაწილებზე აშშ-სთან შეთანხმება მარტივი არ არის.

"მარტივი არ არის გარიგების ძირითად კომპონენტებზე დათანხმება. მათი განხილვა მიმდინარეობს". - უპასუხა ლავროვმა გაზეთ Коммерсантъ-თან ინტერვიუში კითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-სა და რუსეთს შორის თანხვედრა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით.

"ახლა, როცა გვთავაზობენ ნორმალურ (როგორც დონალდ ტრამპი ამბობს) "შეთანხმებებს", ჩვენ ამას დადებითად აღვიქვამთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ როგორ გამოიყურება ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება, რაზეც უარი არასდროს გვითქვამს, და როგორია შეთანხმება, რომელიც მორიგ მახემდე მიგვიყვანს". - აღნიშნა მან. 

ლავროვის თქმით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პოზიცია გარკვევით გამოხატა 2024 წლის ივნისში, როდესაც მან უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარის თქმა და უკრაინის ოთხი რეგიონიდან, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, ჯარების მთლიანად გაყვანა მოითხოვა.

კომენტარები